ზელენსკიმ 120 ფიზიკურ და 287 იურიდიული პირს სანქციები დაუწესა

11 მარტი 2023, 11:10 651 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებულ 120 ფიზიკურ და 287 იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ გამოცემული განკარგულებით ამოქმედდა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება.

განკარგულების გამოცემამდე, საბჭომ უკრაინის მინისტრთა კაბინეტის წინადადება გაითვალისწინა და შეზღუდვები დაუწესა 120 პირს, რომელთა უმეტესობა რუსეთის მოქალაქეა, თუმცა ასევე არიან კვიპროსის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, თურქეთისა და ნიდერლანდების მოქალაქეები.

სანქცირებულ იურიდიულ პირებს შორის მოხვდნენ ლატარიის ორგანიზატორები, იპოდრომები, საინვესტიციო და გასართობი კომპანიები.

სანქციები 50 წლის ვადით არის მიღებული, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი ევროკავშირის,  აშშ-სა და სხვა სახელმწიფოებს აცნობებს შეზღუდვების შესახებ, რათა სხვა ქვეყნებმაც დაუწესონ სანქციები აღნიშნულ პირებსა თუ კომპანიებს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში