სტრასბურგის სასამართლომ აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა

11 მარტი 2023, 15:00 837 ნახვა

სტრასბურგის სასამართლომ მამასახლისის საქმის ფარგლებში, აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. 

მოსამართლეთა პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ ორი მოსარჩელეს მიმართ რუსეთმა დაარღვია ადამიანის უფლებათა კონვენციის სამი მუხლი. კერძოდ, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება და სამართლიანი სასამართლოს უფლება. საქართველოს მხრიდან კი კონვენციის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.საქმე ეხება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდე პერიოდს.

კერძოდ, ლევან მამასახლისისა და გრიგოლ ნანავას დაკავებებს 2001- 2003 წლებში, ასევე მათ მიმართ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან არასათანადო მოპყრობას, გასამართლებასა და დაკავებას.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა უნდა გადაუხადოს მამასახლისსა და ნანავას 35-35 ათასი ევრო მორალური ზარალის ანაზღაურების სახით, ასევე ჯამში, 23 300 ევრო ხარჯების ასანაზღაურებლად.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში