ბათუმის სარაგბო კლუბმა “ლელო" სარესენსი დაამარცხა

11 მარტი 2023, 16:34 757 ნახვა

სარაგბო კლუბმა  ბათუმმა რაგბი დიდი 10-ის მე-16 ტურში „ლელო სარასენსს“ უმასპინძლა და 32:19 დაამარცხა.

ირაკლი ნინიძის გუნდმა შეხვედრაში მეტოქეს საერთო ჯამში 4 ლელო დაუდო. გატანილი ლელოთი თავი, ბექა მამრიკიშვილმა ლაშა ხმალაძემ ზურა ძნელაძემ და  გიორგი ფრუიძემ  გამოიჩინეს.  

რეზი ჯინჭველაშვილმა კი შეხვედრაში 2 ზუსტ გარდასახვასთან ერთად  ორი ჯარიმა გაიტანა, ხოლო ერთი გარდასახვა მამუკა ნინიძის ანგარიშზეა.  

შავიზღვისპირელები ამ დროისთვის დიდი 10-ის სატურნირო ცხრილში 44 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფებიან.

 მომდევნო შეხვედრას ბათუმის სარაგბო კლუბი 25 მარტს სტუმრად  რუსთავის „ხარების“ წინააღმდეგ გამართავს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში