საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ნიგერია დაამარცხა

12 მარტი 2023, 10:38 663 ნახვა

საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა კონტინენტთაშორისი  თასი გამარჯვებით დაასრულა.
19 წლამდე ნაკრები, რომელმაც ოქტომბერში ევროპის თასი მოიგო, კონტინენტთაშორის თასზე სამი გამარჯვება მოიპოვა.

საქართველომ დრამატულ შეხვედრაში ბოლო წამებზე სანდრო დარსანიას გოლით, 27-26 სძლია ნიგერიას და ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი არეშიძე გახდა.

ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა გვადალუპე, რომელიც ხორვატიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს.
საქართველოს ნაკრები კი ჯგუფის ლიდერს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩა და მეორე პოზიცია დაიკავა.
შეგახსენებთ ,რომ საქართველოს ნაკრებმა ნიკარაგუა, ტაიტი და ნიგერია დაამარცხა , ხოლო გვადალუპესთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.

აჭარის რეგიონიდან საქართველოს ნაკრების ღირსებას თემურ ქამადაძე, ანრი აბულაძე, ნუგზარ ტარიელაძე და ნიკოლოზ შერვაშიძე იცავდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში