მონადირეთა და მეთევზეთა სპორტულმა ფედერაციამ „მაჭახელამ“ ახალი ინიციატივა წამოიწყო, რაც აჭარაში ტყეების განაშენიანებას, ფლორისა და ფაუნის მოვლა-პატრონობას ისახავს მიზნად.
„მაჭახელას“ ინიციატივით, ტყეების განაშენიანება უკვე დაიწყო და ეტაპობრივად, სრულიად აჭარას მოიცავს.
„მაჭახელას“ წევრები ოჯახებთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა აჭყვას სტუმრობდნენ, სადაც კაკლის 500-მდე ნერგი დარგეს. მათი თქმით, ეს სისტემატურ ხასიათს მიიღებს.