პუტინის ომის 382 დღე

12 მარტი 2023, 20:02 604 ნახვა

უკრაინაში ომის 382-ე დღეა. სიტუაცია ქვეყანაში კვლავ მძიმეა.  ხარკოვის ოლქში სავალდებულო ევაკუაცია მიმდინარეობს. ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით კუპიანსკის მიმართულება ახლა ყველაზე ცხელი წერტილია და ფრონტის ხაზი გადის იქ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ გასული დღე ღამის განმავლობაში მტერმა სცადა მიეღწია დონეცკისა და ლუჰანსკის ადმინისტრაციულ საზღვრებამდე, რისთვისაც მან შეტევითი ოპერაციები განახორციელა ლიმანისა და ბახმუტის მიმართულებით. აღნიშნულ პოზიციებზე ქვეყნის დამცველებმა მტრის 92 შეტევა მოიგერიეს.

ამასთან კრიმინალური ხელისუფლება აგრძელებს მოსახლეობის იძულებას აიღონ რუსული პასპორტი, რის შემდეგაც მობილიზებულებს დაჩქარებული წესით გაიწვევს საომრად.

ზაპოროჟიესა და ხერსონის მიმართულებით დაბომბვების შედეგად დაზარალდა 40 დასახლებული პუნქტი.

დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ 6 დარტყმა განახორციელა ოკუპანტების პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის უბნებზე, გაანადგურეს მტრის 1090 ჯარისკაცი და 7 ჯავშანტექნიკა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში