თურქეთში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 48 000-მდე გაიზარდა

13 მარტი 2023, 10:02 529 ნახვა

თურქეთში მომხდარი მიწისძვრების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 48 000-ს მიაღწია, - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

"დაღუპულთა რიცხვი 48 000-ია, დაშავდა 115 000-ზე მეტი ადამიანი. დაახლოებით 50 000 შენობა დაინგრა", - აღნიშნა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანამ შეძლო მთელი თავისი ინსტიტუტების, პერსონალისა და რესურსების მობილიზება სამხრეთ პროვინციებში მიწისძვრის შემდეგ. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც შეუძლია თურქეთზე უფრო სწრაფად უპასუხოს ასეთ კატასტროფას.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრების სიმძლავრე 7.7 და 7.6 მაგნიტუდა იყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში