„დინამომ“ მოიგო, „შუქურა“ დამარცხდა

13 მარტი 2023, 10:20 478 ნახვა

საქართველოს ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში ''დინამო'' ბათუმმა საკუთარ მოედანზე დაძაბულ შეხვედრაში ''სამტერდია'' 3-2 დაამარცხა. ანგარიში მე-20 წუთზე  გვიშიანმა გახსნა და სტუმრები დააწინაურა.

ხუთ წუთში ბიძინაშვილმა ანგარიში გაათანაბრა და პირველი ნახევარი ფრედ 1:1 დასრულდა. მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე ნაჭყებიამ „სამტრედია“ წინ გაიყვანა. მაგრამ ჯოვინოს დარტყმის შემდეგ ბურთი ტეიდს მოხვდა და გოლიც რიკოშეტით გავიდა.

გამარჯვების გოლი კი მასპინძლებმა 79-ე წუთზე გაიტანეს, თავი კვლავ ჯოვინომ გამოიჩინა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. ოთხი ტურის შემდეგ ''დინამო'' ბათუმი 10 ქულით პირველ ადგილზეა.

რაც შეეხება ქობულეთის „შუქურას“, ზღვისპირული გუნდი „თელავს“ დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში