ხანძრის შედეგად 10 ოჯახი დაზარალდა

14 მარტი 2023, 11:11 747 ნახვა

ბათუმში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულები ხელისუფლებისა და საზოგადოებისგან დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, პირადი და საოჯახო ნივთების უმეტესობა დაზიანებულია.

სახლიდან ვერაფრის გამოტანა ვერ მოახერხეს. ამ ეტაპზე ბათუმის მერია მათ ბინის ქირას სთავაზობს, მაგრამ საყოფაცხოვრებო საჭიროების ნივთები და ქონების ზარალი როგორ ანაზღაურდება, ამაზე ინფორმაცია არა აქვთ.

ხანძარი აღნიშნულ მისამართზე გუშინ შუადღისას გაჩნდა. გვიან ღამით კი ცეცხლი გაღვივდა და სახანძრო ბრიგადები ადგილზე მყოფმა სამართალდამცველებმა კიდევ ერთხელ გამოიძახეს. დაზარალდა 10  ოჯახი.   

არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაახლოებით 800 კვადრატული მეტრის სახურავი დაიწვა, დაზიანდა საცხოვრებელი ფართებიც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში