საკალათბურთო კლუბი „ბათუმი“ ტიტულის დაცვას აპირებს

14 მარტი 2023, 14:06 549 ნახვა

ხვალ საკალათბურთო გუნდი „ბათუმი“ საქართველოს თასის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში „ქუთაისს“ უმასპინძლებს. ბუბა ბერიშვილის გუნდმა პირველ მატჩში სტუმრად „ქუთაისი“ დაძაბულ ბრძოლაში - 98:96 დაამარცხა.

ხვალინდელ მატჩში „ბათუმს“ფრეც ჰყოფნის, მთავარია გუნდი ორ ქულაზე მეტი სხვაობით არ დამარცხდეს და ამ შემთხვევაში ნახევარფინალის საგზურს გაინაღდებს. „ბათუმი“ საქართველოს თასის მოქმედი გამარჯვებულია და ტიტულის დაცვას აპირებს.

გუნდი სრული შემადგენლობით ვარჯიშობს, ხვალინდელი დაპირისპირებისთვის ემზადება და გულშემატკივრებს დარბაზში მოსვლისა და მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

მატჩი ბათუმის სპორტის სასახლის საკალათბურთო დარბაზში 19:00 საათზე დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში