სტუდენტთა საცხოვრებელი

08 თებერვალი 2017, 00:00 2182 ნახვა

ყოფილი აგრარული უნივერსიტეტის ტერიტორიაზე არსებული სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი მანამ არ დაინგრევა, ვიდრე მეტაქსას ქუჩაზე ახალი საერთო საცხოვრებლის რეაბილიტაცია არ მოხდება-ეს განცხადება გუშინ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერმა ჯემალ ანანიძემ გააკეთა.მისი თქმით აგრარული უნივერსიტეტის შენობის გასხვისების შემდეგ მათ მეტაქსას ქუჩაზე შენობა გადაეცათ სადაც სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი მოეწყობა,ჯემალ ანანიძე ამბობს, რომ მიმდინარეობს ხარჯთაღრიცხვის შედგენა და მალე შენობის რეაბილიტაცია დაიწყება, სავარაუდოდ სტუდენტები ახალ საცხოვრებელში ახალი სასწავლო წლიდან გადავლენ.

ამავე კატეგორიაში