პერუში ციკლონ იაკუს მსხვერპლი მოჰყვა

15 მარტი 2023, 10:15 506 ნახვა

პერუს პრეზიდენტმა  სატელევიზიო მიმართვისას დედაქალაქ ლიმასა და მიმდებარე ტერიტორიებზე ციკლონ იაკუს მიერ გამოწვეული ნგრევის შემდეგ განგაშის წითელი დონე გამოაცხადა.

ციკლონმა ქვეყნის სამხრეთში ათობით ოჯახი უსახლკაროდ დატოვა და ჩრდილოეთ პროვინციებში სულ მცირე ექვსი ადამიანი იმსხვერპლა.  

სამოქალაქო თავდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით,  პერუში წვიმების სეზონის დაწყების შემდეგ სტიქიურმა მოვლენებმა  60 ადამიანი იმსხვერპლა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში