უმაღლესი მთავარსარდლობა ბახმუტის დაცვას ემხრობა - ზელენსკი

15 მარტი 2023, 10:59 503 ნახვა

უკრაინის უმაღლესი სამხედრო სარდლობა ერთხმად ემხრობა აღმოსავლეთ უკრაინის სექტორის, მათ შორის ალყაში მოქცეული ქალაქ ბახმუტის დაცვას და მტრისთვის მაქსიმალური დანაკარგების მიყენებას -  განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.     

„მთავარი აქცენტი იყო... ბახმუტზე“, - თქვა ზელენსკიმ თავის საღამოს ვიდეომიმართვაში.  მან  ასევე ხაზი გაუსვა  ამერიკელ მედიამაგნატ  რუპერტ მერდოკთან საუბარს. 

უკრაინის ლიდერი მას ტელეფონით დაუკავშირდა  ამერიკული ტელეკომპანია ფოქს-ნიუსის ორი ჟურნალისტის დაღუპვის წლისთავზე, რომლებიც  კიევის რეგიონში ომის  გასაშუქებლად იყვნენ მივლენილნი.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში