სვანეთი Freeride World Tour-ის საერთაშორისო დონის ორ საკვალიფიკაციო შეჯიბრს უმასპინძლებს

15 მარტი 2023, 18:38 558 ნახვა

სვანეთი 16 - 19 მარტს, უკვე მეორედ Freeride World Tour-ის საერთაშორისო დონის ორ საკვალიფიკაციო შეჯიბრს უმასპინძლებს. "ფრირაიდი" ზამთრის სპორტის განსაკუთრებული სახეობაა, რომელიც რთულ, მთიან რელიეფზე გაუკვალავ თოვლში სრიალს გულისხმობს, როგორც თხილამურებით ასევე სნოუბორდით. ამის შესახებ ინფორმაციას მთის ტრასების სააგენტო ავრცელებს.

Freeride ზამთრის სპორტის განსაკუთრებული სახეობაა, რომელიც გულისხობს რთულ, მთიან რელიეფზე, გაუკვალავ თოვლში სრიალს, როგორც თხილამურებით, ასევე სნოუბორდით.

მთის ტრასების სააგენტოს ცნობით, Freeride-ის კვირეულის ფარგლებში გაიმართება შეჯიბრებები თეთნულდის სამთო-სათხილამურო კურორტზე, სადაც ორმოცდაათამდე ქართველი და უცხოელი ათლეტი მიიღებს მონაწილეობას. შეჯიბრის პარალელურად დაგეგმილია სხავდასხვა კულტურული, გასტორნომიული და გასართობი პროგრამაც.

„Freeride-ის კვირეული წარმატებით ჩატარდა გასულ წელსაც, სადაც სპორტსმენები მსოფლიოს 16 სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობდნენ. მსგავის ღონისძიების ჩატარება მნიშვნელოვანია, ვინაიდან წამოაჩენს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების პოტენციალს საერთაშორისო მასშტაბით. გაზრდის ცნობადობას ადგილობრივი და უცხოელი ვიზიტორებისთვის, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას“, – ნათქვამია მთის ტრასების სააგენტოს ინფორმაციაში.

შეჯიბრის მხარდამჭერები არიან: USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, მთის ტრასების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მესტიის მუნიციპალიტეტი, სვანეთის DMO, ევროკავშირი, შვედეთი და ავსტრია პროექტ GRETA-ს ფარგლებში, საქართველოს სათხილამურო ფედერაცია. შეჯიბრის ტექნიკური ორგანიზატორია ქართული კომპანია white rabbit, რომელსაც მიღებული აქვს Freeride World Tour-ის აკრედიტაცია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში