ხანძარი როსტოვის „ეფესბეს“ შენობაში

16 მარტი 2023, 19:09 599 ნახვა

ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა რუსეთის ქალაქ დონის როსტოვში  უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს შენობაში მომხდარი აფეთქებისა და ხანძრის  შედეგად. აფეთქების მომენტი დააფიქსირა  ახლომდებარე საცხოვრებელი კორპუსის სათვალთვალო კამერამ. როსტოვის ოლქის გუბერნატორმა ვასილი გოლუბევმა განაცხადა, რომ ინციდენტი სავარაუდოდ შენობის ელექტროგაყვანილობაში მომხდარმა  მოკლე ჩართვამ გამოიწვია.  გავრცელებული ცეცხლი  საწვავის და საპოხი მასალების კონტეინერების აფეთქების მიზეზი გახდა - წერს  გუბერნატორი ტელეგრამ- არხზე. ხანძარი  800 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობზე გავრცელდა. მიმდებარე შენობებიდან მოქალაქეების  ევაკუაცია მოხდა.  როსტოვის ოლქი  უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს ესაზღვრება, სადაც აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში