მეეზოვეს ისტორია ქობულეთიდან

16 მარტი 2023, 19:12 546 ნახვა

ახლა კი გაგაცნობთ ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 66-წლის ჟუჟუნა გაბაიძეს, რომელიც 10 წელია, რაც მეეზოვედ მუშაობს. როგორც ის ამბობს, მეეზოვის საქმიანობა მისთვის ერთადერთი შემოსავლის წყაროა იმისთვის, რომ იარსებოს და გადარჩეს. როგორც მეეზოვე ამბობს, წლების წინ საცხოვრებელი სახლი დაკარგა და დღემდე პატარა ქოხში ცხოვრობს. ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოში ამბობენ, რომ - "შესაბამისი მოწყვლადი კატეგორიისთვის სხვადასხვა სოციალური პროგრამა არსებობს. მათ შორის უფასო სასადილოს პროგრამა, მედიკამენტების ვაუჩერების და მწოლიარე ავადმყოფი პირებისთვისთვის სხვადასხვა მოვლის საშუალების პროგრამა. რაც შეეხება იმ ხანდაზმულ პირებს, რომლებმაც  სხვადასხვა მიზეზით საცხოვრებელი დაკარგეს, მათთვის ამჟამად მუნიციპალიტეტში მოხუცთა თავშესაფარი არ არის და არც უსახლკარო ადამიანებისთვის არ არის შესაბამისი საცხოვრისი გათვალისწინებული"

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში