მოჭიდავეთა ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა 

17 მარტი 2023, 10:21 490 ნახვა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით 23-წლამდელ მოჭიდავეთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დაბრუნდა. მოჭიდავეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფედერაციის წარმომადგენლები, ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დახვდნენ.

შეგახსენებთ, რომ ბუქარესტში გამართულ ევროპირველობაზე საქართველოს ნაკრებმა 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, გუნდურ ჩათვლაში 125 ქულა მოაგროვა და თურქეთისა და უკრაინის შემდეგ, მე-3 ადგილი დაიკავა.

ჩემპიონი დიეგო ჩხიკვაძე გახდა, ვერცხლის მედლები გიორგი შოთაძემ და გიორგი ჩოფურიშვილმა მოიპოვეს, საბა მამალაძე და გიორგი ჩხიკვაძე ბრინჯაოს დასჯერდნენ. 

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში