საპროტესტო აქცია გელაურში

17 მარტი 2023, 11:45 547 ნახვა

საპროტესტო აქცია  ქობულეთში. გელაურში, წერეთლის ქუჩის მოსახლეობა მდინარე კინტრიშში ინერტული მასალის ამოღებას აპროტესტებენ და სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ.

ირწმუნებიან, რომ  კომპანია  სამუშაოებს დარღვევებით ასრულებს, რის გამოც მათივე ინფორმაციით,  მდინარის სანაპიროზე საფრთხის შემცველი პროცესებია დაწყებული. უკვე დაზიანებულია მდინარის დამბა.

პროტესტის მიუხედავად, კომპანია არ წყვეტს სამუშაოებს და ამ წუთებშიც მდინარიდან ქვა-ღორღის გააქვს. მოსახლეობა სიტყვიერად დაუპირისპირდა კონტრაქტორი კომპანიის ხელმძღვანელობას და მოსთხოვეს სამუშაოების შეჩერება.  რეაგირებისთვის  მიმართავენ  ქობულეთის მერიასაც.    

ადგილზე შპს "გზების" ქვეკონტრაქტორი კომპანია  "სონის" დირექტორი იმყოფება, რომელიც აცხადებს, რომ სამუშაოებს კანონის და პროექტის დაცვით ახორციელებს.  მისი თქმით, ინერტული მასალა ისევ მდინარის კალაპოტის გამაგრებას ხმარდება.   

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში