ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზე რამდენიმე პირი დააჯარიმეს

17 მარტი 2023, 11:14 847 ნახვა

პარლამენტთან ევროკავშირის დროშის დაწვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე პირი  1000-1000 ლარით დააჯარიმა, მათ შორისაა დაჯგუფების ლიდერი ზურაბ მახარაძე.

როგორც ძალოვან უწყებაში ამბობენ,  საგამოძიებო მოქმედებები  ისევ გრძელდება. სამი დღის წინ   პარლამენტთან „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლებმა აქცია გამართეს, რა დროსაც ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს, დახიეს და დაწვეს. 

მოგვიანებით, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან ევროკავშირის დროშა კვლავ აღმართეს, რომელიც ისევ გამოხატავს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის ევროპულ არჩევანს.  

შეგახსენებთ, რომ ბოლო 2 წელში პარლამენტთან ევროკავშირის დროშა სამჯერ ჩამოგლიჯეს,  სწორედ ამ პროცესების შემდეგ  პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც ევროკავშირის დროშის შებღალვა დასჯადია.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში