შევისწავლით ამ უმძიმეს ფაქტს და მოვიკლევთ პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან განხორციელებულ მოქმედებებს - ლევან იოსელიანი გარდაცვლილი მოზარდის საქმეზე

17 მარტი 2023, 12:15 646 ნახვა

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სახალხო დამცველის აპარატი, შეისწავლის ამ უმძიმეს ფაქტს და საკუთარი მანდატის ფარგლებში, გამოიკვლევს პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან განხორციელებულ მოქმედებებს.

"სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დღეს მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს. აუცილებელია, აღნიშნულ ფაქტზე შესაბამისი უწყებების მიერ განხორციელდეს მყისიერი რეაგირება, გამოძიების დროული და ეფექტიანი წარმართვა და მართლმსაჯულების აღსრულება. სახალხო დამცველის აპარატი, შეისწავლის ამ უმძიმეს ფაქტს და საკუთარი მანდატის ფარგლებში, იკვლევს პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან განხორციელებულ მოქმედებებს, მათ შორის, გამოძიების მიმდინარეობის კუთხით”, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში