ტოჩინოშინმა მარტის ბაშოზე მეორე გამარჯვება მოიპოვა

17 მარტი 2023, 12:59 753 ნახვა

ტოკიოში მიმდინარე ჰარუ ბაშოს მე-6 საშეჯიბრო დღეს, ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, მეორე გამარჯვება მოიპოვა. ბაშოს მე-6 დღეს, ტოჩინოშინი ჩიიონოკუნის დაუპირისპირდა და მოწინააღმდეგე ოშიდაშის ილეთით დაამარცხა.

მეტოქემ ბრძოლა აქტიურად დაიწყო და ლევანიც ორჯერ ძალიან ახლოს იყო დოჰიოდან გადასვლასთან, მაგრამ საბოლოოდ ქართველმა თავი კარგად დაიცვა და მეორე გამარჯვება იზეიმა.

ამ დროისთვის ლევანს მარტის ბაშოზე 2 მოგება და 4 მარცხი აქვს. ბაშოს მეშვიდე დღეს ქართველი სუმოისტის მეტოქე ენჰო იქნება, რომელსაც მარტის ბაშოზე 4 მოგება და 2 მარცხი აქვს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში