საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობა

08 თებერვალი 2017, 00:00 1887 ნახვა

ამ დროისთვის „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ კოსტავას 68-ში მდებარე შენობა-ნაგებობების გასხვისების საკითხი არ განიხილება-აღნიშნულ განცხადებას ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყებაში განმარტავენ, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებული შენობა მძიმე ავარიულ მდგომარეობაშია.  უწყებამ ალტერნატიული ფართის მოძიება, მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის წერილის საფუძველზე დაიწყო, თუმცა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ტელევიზიის ამჟამინდელ ტერიტორიაზე, ე.წ. მესამე კორპუსში საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს ახალი კორპუსის მშენებლობა.

ამავე კატეგორიაში