აჭარაში მომსახურების სფეროს თანამშრომლებისთვის ტრენინგები იწყება - ტურიზმის დეპარტამენტი

17 მარტი 2023, 16:35 599 ნახვა

აჭარის რეგიონში სერვისის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგ-სემინარები იწყება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საგაზაფხულო სატრენინგო პროგრამას მარტის ბოლოდან იწყებს და მასში ჩართვა აჭარაში მოქმედ გიდებს, განთავსებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებს უფასოდ შეუძლიათ, - ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, წელს, პირველად ტრენინგები ჩატარდება აჭარაში მოქმედი თურქულენოვანი გიდებისთვის, რომლებიც ბათუმისა და აჭარის ტურისტული მარშრუტების მიმართულებით გადამზადდებიან. ტრენინგების გავლისას, გიდის პროფესიის დაუფლებისა და ბათუმის ტურისტული მარშრუტების შესწავლის საშუალება მიეცემა დამწყებ გიდებსაც.

"აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სატრენინგო პროგრამას სთავაზობს რეგიონში მოქმედი განთავსებისა და კვების ობიექტების თანამშრომლებს. განთავსების ობიექტების ეფექტური მუშაობის მიმართულებით ჩატარდება ტრენინგები მმართველი რგოლისათვის (მეპატრონეები, მენეჯერები), ასევე მიმღები განყოფილების თანამშრომლების, დასუფთავების სამსახურის მენეჯერ-სუპერვაიზერებისა და დიასახლისებისათვის. აჭარული კერძების პოპულარიზაციის მიზნით პრაქტიკულ სასწავლო პროგრამას გაივლის რეგიონში ყველაზე ვიზიტირებადი ტურისტული ადგილების კვების ობიექტების მზარეულები. სატრენინგო პროგრამებში ჩართვის მსურველებს შეუძლიათ ონლაინ რეგისტრაცია გაიარონ სერვისის განვითარების ვებპორტალზე http://serviceajara.ge/, სადაც განთავსებულია საგაზაფხულო სატრენინგო პროგრამის კალენდარი. საგაზაფხულო ტრენინგ-პროგრამებისას ჯამში 500-მდე ადამიანის გადამზადება იგეგმება", - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში