თურქეთი ფინეთის ნატოში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს

18 მარტი 2023, 10:51 622 ნახვა

თურქეთი მხარს დაუჭერს ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პარლამენტს მიმართა, რომ ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების საკითხის რატიფიცირება მოახდინოს.

ერდოღანს იმედი აქვს, რომ რატიფიკაციის პროცესი, საყოველთაო არჩევნებამდე დასრულდება, რომელიც თურქეთში 14 მაისს არის ჩანიშნული.

დაამატა, რომ ფინეთთან მოლაპარაკებები გრძელდება, ალიანსის პრინციპებისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიდგომის საფუძველზე.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში