ზელენსკი პუტინის დაკავების ორდერს ისტორიულს უწოდებს

18 მარტი 2023, 11:02 710 ნახვა

ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ისტორიულია, რეალური პერსპექტივის მქონე - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემის ფაქტს.

აღნიშნა, რომ ტერორისტული სახელმწიფოს მეთაური ოფიციალურად გახდა ეჭვმიტანილი ომის დანაშაულებში.

ჰააგის სასამართლოს ვერდიქტს საერთაშორისო იუსტიციის წონიანი გადაწყვეტილება უწოდა და დაამატა, რომ ბავშვების ოჯახებისგან დაშორება, მათი რუსეთის ტერიტორიაზე დამარხვა, შორეულ რეგიონებში გაფანტვა, აგრესორი სახელმწიფოს პოლიტიკაა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში