მოჭიდავეთა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები ევროპის ჩემპიონატიდან

19 მარტი 2023, 10:03 539 ნახვა

ბუქარესტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 23-წლამდელთა შორის საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედალი მოიპოვა.

ჩვენი გუნდის ანგარიშზე ერთი ვერცხლის და სამი ბრინჯაოს მედალია. ფინალში დამარცხდა და ვიცე-ჩემპიონის წოდება მოიპოვა მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ვლადიმერ გამყრელიძემ.

ლუკა ღვინჯილია, გოგა ოთინაშვილი და დავით ფაცინაშვილი ბრინჯაოს მედლებს დასჯერდნენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში