ვარშავაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

19 მარტი 2023, 12:01 648 ნახვა

ვარშავაში საქართველოს მოქალაქე დააკავეს.  33 წლის პირს ბრალი ქურდობაში ედება. სამართალდამცავების ინფორმაციით, დაკავებულმა მაღაზიისა და ბენზინგასამართი სადგურების სალაროები გაქურდა. ადგილიდან ამოღებულია სათვალთვალო კამერის ჩანაწერები.

პოლონური მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქეს ბრალი სისხლის სამართლის 6 საქმეზე წაუყენეს. მას იმავე მეთოდით პოლონეთის სხვა ქალაქშიც აქვს ქურდობა ჩადენილი.

დაკავებულს წინასწარი 3 თვიანი პატიმრობა შეეფარდა, მას 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში