საქართველოს თასის პირველი ეტაპი მშვილდოსნობაში

19 მარტი 2023, 20:03 793 ნახვა

ანგისის სასროლეთზე დასრულდა საქართველოს თასის გათამაშების პირველი ეტაპი მშვილდოსნობაში. ტურნირი ვაჟთა და ქალთა შორის გაიმართა. ვაჟთა შორის პირველობისთვის 18, ქალთა შორის კი 10 მშვილდოსანი იბრძოდა.

დაკომპლექტდა საქართველოს ნაკრები, რომელიც საერთაშორისო ტურნირებში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს კაცთა ნაკრები ინგლისში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობა მიიღებს შეჯიბრებაში, რომელშიც ევროპის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები გათამაშდება.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ოლიმპიური თამაშების პირველი ლიცენზია ქართველი სპორტსმენებიდან ბათუმელმა მშვილდოსანმა ციკო ფუტკარაძემ მოიპოვა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში