საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები პიზის მსოფლიოს თასის გამარჯვებულია

19 მარტი 2023, 20:51 912 ნახვა

იტალიის ქალაქ პიზაში მიმდინარე მსოფლიო თასზე, სადაც მსოფლიოს საუკეთესო ეტლით მოფარიკავეები ასპარეზობდნენ, შეჯიბრება საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების ტრიუმფით დასრულდა. 

ჩვენმა ნაკრებმა ირმა ხეცურიანის, ნინა თიბილაშვილის და გვანცა ზადიშვილის შემადგენლობით, პოლონეთის უძლიერეს ნაკრებს ფინალში 45:30 მოუგეს და ოქროს მედლები მოიპოვეს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში