“ალექსანდრეს ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება" - საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ფედერაცია

19 მარტი 2023, 22:18 890 ნახვა

ქართველი ნიჩბოსანი ალექსანდრე წივწივაძე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა. სპორტსმენის ჯანმრთელობის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდებოდა, თუმცა ამბავს საქართველოს კაონესა და ნიჩბოსნობის ფედერაცია ეხმაურება.

განცხადების თანახმად წივწივაძეს ოპერაცია ჩაუტარდა და რამდენიმე კვირაში შეძლებს სპორტულ კარიერას დაუბრუნდეს.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო გვსურს მოკლედ მოგაწოდოთ ზუსტი და სწორი ინფორმაცია ჩვენი ჩემპიონის ალექსანდრე წივწივაძის ავტო საგზაო შემთხვევათასთან დაკავშირებით!
  სამწუხაროდ ალექსანდრე ნამდვილად მოყვა ავარიაში მაგარამ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება! ბარძაყის ძვალზე ჩაუტარდა ქირურგიული დახმარება, ჩაუტარდა ყველანაირი კვლევა, ექიმების პროგნოზებიდდან გამომდინარე შეგვიძლია დაზუსტებით ვთქვათ რომ მის ჯანმრთელობას და კარიერას საფრთხე არ ემუქრება, რამოდენიმე კვირაში ალექსანდრე შეძლებს დაუბრუნდეს მისთვის ჩვეულ დღის წესრიგს! დიდი მადლობა ექიმებს და ყველა იმ ადამიანს ვინც ალექსანდრეს ამხნევებს მალე გამოჯანმრთელება  ჩემპიონო" - წერია განცხადებაში 

გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში მოხდა, ერთამანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა, რომელსაც წივწივაძე მართავდა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში