ქართველმა მოკრივემ საჩემპიონო ქამარი მოიგო

20 მარტი 2023, 10:56 532 ნახვა

ქართველმა პროფესიონალმა მოკრივემ, ბათუმის კრივის აკადემიის მებრძოლმა ჯემალ შალამბერიძემ, საფრანგეთში გამართულ ორთაბრძოლაში ნოკაუტით დაამარცხა ადგილობრივი სამირ სლაჰი და IBA International-ის ქამრის მფლობელი გახდა.

ცნობილმა მოკრივემ საფრანგეთში მოგებული ჩემპიონის ქამარი ქუთაისში საკუთარ მწვრთნელს, თემურ ლორთქიფანიძეს ჩაუტანა.

ვრცელ სიუჟეტს ქართველი მოკრივის შესახებ მისი ბათუმში დაბრუნებისთანავე შემოგთავაზებთ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში