დიმიტრი მედვედევი ჰააგის სასამართლოს ემუქრება

20 მარტი 2023, 14:10 553 ნახვა

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ჰააგის სასამართლოს სარაკეტო თავდასხმით დაემუქრა. 

„სავსებით შესაძლოა წარმოვიდგინოთ რუსული გემიდან ჰიპერბგერითი „ონიქსის“ მიზანმიმართული გამოყენება ჩრდილოეთის ზღვიდან ჰააგის სასამართლოს მიმართულებით, მისი ჩამოგდება შეუძლებელია. სასამართლო კი უბრალოდ საცოდავი საერთაშორისო ორგანიზაციაა და არა ნატო-ს ქვეყნების მოსახლეობა. ამიტომ ომსაც არ დაიწყებენ. შეშინდებიან. შემბრალებელიც არავინ იქნება“, - წერს მედვედევი ტელეგრამ არხზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში