ავდეევკაში კრიტიკული მდგომარეობაა

20 მარტი 2023, 19:47 602 ნახვა

რუსი ოკუპანტები დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკას ალყაში მოქცევას ცდილობენ - ის, უახლოეს მომავალში, შესაძლოა მეორე ბახმუტად იქცეს-ამის შესახებ ტავრიისკის მიმართულების თავდაცვის ძალების გაერთიანებული პრეს-ცენტრის სპიკერმა  საინფორმაციო ტელემარათონის ეთერში განაცხადა. გუშინ და  გუშინწინ მტერმა გამოიყენა ბოლო რეზერვები, რომლებიც გააჩნია“ - თქვა მან. სპიკერის თქმით, მტერი პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდის. გასული დღის განმავლობაში ავდეევკაზე შტურმის დროს მტერმა დაკარგა პირადი შემადგენლობის სამი ასეული. ბრიტანულმა დაზვერვამ ავდეევკას დაცვა  ბახმუტისას  შეადარა. ექსპერტების აზრით, უკრაინული ძალები აგრძელებენ ქალაქის ორგანიზებულ თავდაცვას, მაგრამ მათი მომარაგების მარშრუტები საფრთხის ქვეშაა რუსეთის ალყაში მოქცევის ოპერაციის გამო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში