21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა

21 მარტი 2023, 10:21 937 ნახვა

დღეს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. პირველად ეს დღე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 2006 წელს აღინიშნა.

2011  წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 21 მარტი  დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ დაწესდა.  ამ დღის აღნიშვნის მთავარ მიზანს  დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.

დაუნის სინდრომი გენეტიკური ცვლილებაა, რა დროსაც ნაყოფის უჯრედებში 46-ის ნაცვლად 47 ქრომოსომა ჩნდება. თარიღი 21.03 სიმბოლური ხასიათისაა, რადგან დაუნის სინდრომი 21-ე ქრომოსომის გასამებით ვლინდება.

დღეს, 21 მარტს ტყის დაცვის საერთაშორისო დღეც აღინიშნება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში