სააპელაციო სასამართლომ დავით კეზერაშვილის საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და 5 060 000 ევროს გადახდა დააკისრა

21 მარტი 2023, 11:19 604 ნახვა

სააპელაციო სასამართლომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილისთვის საქმეზე პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. 

კეზერაშვილს სასამართლომ თავდაცვის სამინისტროსთვის ზიანის ანაზღაურებისთვის 5 060 000 ევროს ანაზღაურების გადახდა დააკისრა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გამოცხადდა. 

კიდევ ერთი ბრალდებულის, ალექსანდრე ნინუას მიმართ სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დააკმაყოფილა.

მოსამართლეთა კოლეგიამ დააკმაყოფილა ალექსანდრე ნინუას სააპელაციო საჩივარი. თავდაცვის სამინისტროს ალექსანდრე ნინუას სასარგებლოდ დაეკისრა 5 000 ლარის გადახდა, ნინუას მიერ სააპელაციო საჩივრისთვის გადახდილი სახელმწიფო ანგარიშში.

დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას გენერალური პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვას ედავებოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში