თეთრი სახლი ჩინეთს რუსეთზე ზეწოლისკენ მოუწოდებს

21 მარტი 2023, 11:05 606 ნახვა

თეთრმა სახლმა მოუწოდა ჩინეთის პრეზიდენტს გამოიყენოს თავისი ვიზიტი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტზე ზეწოლისთვის, რათა მან  დაასრულოს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის სპიკერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეერთებული შტატები დაინტერესებულია, რომ სიმ, რომელიც ამჟამად მოსკოვში იმყოფება, გაიმეოროს მოწოდებები ცეცხლის შეწყვეტისა და რუსეთის ძალების მიერ უკრაინის სუვერენულ ტერიტორიის დატოვების შესახებ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში