ევროპელი პარტნიორების გადაწყვეტილება სტრატეგიული ნაბიჯია - ზელენსკი

21 მარტი 2023, 10:58 595 ნახვა

ვოლოდიმერ ზელენკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ საბრძოლო მასალის მიწოდებამ უკრაინაში ერთიანობისადმი და აგრესორზე გამარჯვებისადმი ნდობა გაზარდა.

ორშაბათს ბრიუსელში ევროკავშირის  ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად იყიდონ უკრაინისთვის საბრძოლო მასალა.

შეერთებულმა შტატებმა 350 მილიონიანი სამხედრო დახმარების პაკეტი უკვე დაამტკიცა, იგი მოიცავს  საბრძოლო მასალას ჰაიმარსის რაკეტების, ჰაუბიცებისა და ბრედლის ქვეითი საბრძოლო მანქანებისთვის, ასევე ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და მდინარის კატარღებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში