ტყის საერთაშორისო დღე

21 მარტი 2023, 10:56 716 ნახვა

დღეს ტყის საერთაშორისო დღეც აღინიშნება. ღონისძიების ფარგლებში, „ტყე ჩემი მეგობარია”  ჩვენება გაიმართა, რომელსაც დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები დაესწრნენ. 

ანიმაციური ფილმი გაეროს განვითარების პროგრამის, იაპონიის საელჩოსა და ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით შეიქმნა, რომელიც ადამიანისა და ბუნების ურთიერთობაზეა  აგებული. 

გაეროს განვითარების პროგრამამ, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით გამოაცხადა ახალგაზრდული კონკურსი ანიმაციის მე-2 ეპიზოდის საუკეთესო სცენარისთვის.  გამოვლინდა კონკურსის სამი გამარჯვებული.

21 მარტი ტყის საერთაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1971 წელს აღიარა. თარიღის აღნიშვნის მიზანი ტყის მნიშვნელობის შესახებ  ცნობიერების ამაღლებაა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში