აჭარის პოპულარიზაცია 16 ქვეყნის ტურისტულ გამოფენაზე განხორციელდა - ტურიზმის დეპარტამენტი

21 მარტი 2023, 12:59 736 ნახვა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აგრძელებს რეგიონის ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე. ამ ეტაპზე, აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს ვენისა და პრაღის ტურისტული გამოფენის ვიზიტორები გაეცნენ - ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გამოფენებზე  აჭარის და ზოგადად, საქართველოს, როგორც ახალი ტურისტული მიმართულების მიმართ დაინტერესება იყო მაღალი. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონს პოპულარიზაცია ავსტრიასა და ჩეხეთში წელს პირველად გაუწია.

"გამოფენების ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ტურისტული ასოციაციების, სააგენტოების, სარეკლამო კომპანიებისა და მედიის წარმომადგენლებთან. მათ შორის, ჩეხეთის ტურიზმის სააგენტოსა და ჩეხეთი ტუროპერატორებისა და ტურისტული აგენტების ასოციაციის ხელმძღვანელებთან. გამოფებზე აჭარა დამოუკიდებელი სტენდით იყო წარმოდგენილი.

პრაღის გამოფენაზე „HOLIDAY WORLD & REGION WORLD 2023“ აჭარის სტენდტმა ყველაზე შთამბეჭდავი ექსპოზიციის ტიტული მიიღო. დეპარტამენტთან ერთად გამოფენებში მონაწილეობას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები ღებულობდნენ. შეხვედრებში ჩართული იყო საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები ჩეხეთსა და ავსტრიაში. წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი ჯამში 16 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა. მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან გამოფენებზე, როგორებიცაა ბერლინის, მადრიდის, მილანისა და ისრაელის ტურისტული გამოფენები", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში