21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა

21 მარტი 2023, 19:40 607 ნახვა

დღეს ქართული ჟურნალისტიკის დღეა.პროფესიულ დღეს 1993 წლიდან აღვნიშნავთ, თუმცა რიგი გამოწვევის ფონზე. ის, რომ საქართველოში მედია გარემო პოლარიზებულია, ამაზე არაერთ საერთაშორისო ანგარიშშიც არის საუბარი, სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშებიც  ვკითხულობთ, რომ  მედიის წარმომადგენლებისთვის  პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის, მათზე თავდასხმის, ნივთის დაზიანების, მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის არაერთი შესაძლო შემთხვევა გამოიკვეთა.სულ ახლო წარსულიდან, 7/8 მარტის მოვლენებს რომ გადავავლოთ თვალი. რუსთაველის გამზირზე აქციის დარბევის დროს რადენიმე ჩემი კოლეგა დაშავდა,ჟურნალისტები და ოპერატორები აქციის დასაშლელად გამოყენებული ცრემლსადენი გაზით მოიწამლნენ. ფიზიკური დაზიანება მიიღო რამდენიმე მათგანმა. ჩემი კოლეგები ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასადაც კი ასრულებენ საკუთარ პროფესიულ მოვალეობას, მხოლოდ რუსეთ უკრაინის ომს ბოლო ერთ წელში სულ მცირე 15 ჟურნალისტი ემსხვერპლა . 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში