კიევის ოლქზე დრონებით თავდასხმის შედეგად, დაიღუპა სამი და დაშავდა შვიდი ადამიანი - უკრაინული მედია

22 მარტი 2023, 11:30 582 ნახვა

კიევის ოლქზე ღამით დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა სამი და დაშავდა შვიდი ადამიანი.  ინფორმაციას უკრაინული მედია  კიევის ოლქის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა საერთო საცხოვრებელი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგანგებო სამსახურები. მაშველები ნანგრევებში კიდევ 4 ადამიანს ეძებენ.

"დაახლოებით ღამის 3 საათზე მოხდა თავდასხმა. კიევის რეგიონის ერთ-ერთ უბანში დაზიანდა საერთო საცხოვრებელი. არსებობს ინფორმაცია 3 დაღუპულისა და 7 დაჭრილის შესახებ. სულ 20 ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში"- განმარტავენ კიევის პოლიციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში