ლევან იოსელიანი კელი დეგნანს შეხვდა

22 მარტი 2023, 13:27 379 ნახვა

სახალხო დამცველის რანგში, ლევან იოსელიანი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგანანს შეხვდა.

კელი დეგნანმა ლევან იოსელიანს სახალხო დამცველის თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატება უსურვა.

"ელჩმა დიდი პატივისცემა გამოხატა ინსტიტუციისადმი და ადამიანის უფლებათა დაცვის რთულ საქმეში მხარდაჭერა აღუთქვა. შეხვედრაზე მხარეებმა დაადასტურეს თავისი სურვილი და მზადყოფნა, გააგრძელონ სახალხო დამცველსა და აშშ-ს საელჩოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ტრადიცია“,- ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში