საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ობიექტის დაზიანება-განადგურებაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა წესდება

22 მარტი 2023, 17:32 570 ნახვა

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 79 ხმით, ერთხმად დაუჭირა მხარი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელიც საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი ობიექტების მიზანმიმართულად, განზრახ დაზიანების შემთხვევების ახლებურად დარეგულირებას ითვალისწინებს.

პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ სპეციალური მუხლის დამატებას, რომლის მიხედვითაც, მოედანზე, გზაზე, პარკში, სკვერში, მიწისქვეშა გადასასვლელში განთავსებული ინფრასტრუქტურის/ინვენტარის, საზოგადოებრივი სარგებლობისთვის განკუთვნილი სხვა ობიექტის, მათ შორის, საგზაო ნიშნის, შუქნიშნის, გარე სამეთვალყურეო კამერის განზრახ დაზიანება ან განადგურება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განზრახ დაზიანება ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში არსებული ინვენტარის განზრახ დაზიანება ან განადგურება გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. 

პროექტის თანახმად, აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას ხუთ დღემდე ვადით.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფო ქონების დაზიანება ან განადგურება პასუხისმგებლობის დაკისრებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს, თუ დაზიანებული ან განადგურებული ნივთის ღირებულება 150 ლარს აღემატება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში