საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა ჯამურმა ფასმა 137,15 მილიონ ევროს მიაღწია

22 მარტი 2023, 19:54 521 ნახვა

„ტრანსფერმარკეტმა“ საფეხბურთო ბაზრის მონაცემები განაახლა, რომლის შედეგადაც საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა ჯამურმა ფასმა 137,15 მილიონ ევროს მიაღწია, რაც „ჯვაროსნებისთვის“ ისტორიული რეკორდია.საქართველოს ნაკრების შეფასების მატება ბოლო ერთ წელიწადში დაიწყო, რაც ხვიჩა კვარაცხელიას და გიორგი მამარდაშვილის მაჩვენებლების რადიკალურმა ცვლილებებმა განაპირობა. ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ფასი გუშინ განახლდა და 85 მილიონს მიაღწია, საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარეს გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო ფასი კი 25 მილიონი.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში