მსოფლიო ჩემპიონატზე საფინამ და ბერულავამ მე-14 ადგილი დაიკავეს, ანასტასია გუბანოვამ კი მე-12

22 მარტი 2023, 19:56 557 ნახვა

დღეს იაპონიის ქალაქ საიტამაში სპორტული წყვილების მოკლე პროგრამით ოფიციალურად გაიხსნა 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი. 23 მონაწილე სპორტული წყვილიდან 20-მა წყვილმა მოიპოვა თავისუფალ პროგრამაში გამოსვლის უფლება. თავისუფალი პროგრამის წინ ჩვენი მოციგურავეები კარინა საფინა და ლუკა ბერულავა 60.98 ქულით მე_14 ადგილზე იმყოფებიან. სპორტულ წყვილებში თავისუფალი პროგრამა 23 მარტს არის ჩანიშნული. ქალთა მოკლე პროგრამაში უძლიერესთა ჯგუფში მოხვდა საქართველოს ნაკრების წევრი, ევროპის წლევანდელი ჩემპიონი ანასტასია გუბანოვა. მან 65.40 ქულა დააგროვა და მე-12 ადგილი დაიკავა, რითიც თავისუფალ პროგრამაში გამოსვლის უფლება მოიპოვა.ქალებს შორის თავისუფალი პროგრამა 24 მარტს გაიმართება.მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს კიდევ სამი მონაწილე ჰყავს: კაცებში – მორის ყვითელაშვილი და ნიკა ეგაძე, ცეკვებში – მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილი.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში