საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე ქართველების გუნდებმა მოიგეს

22 მარტი 2023, 19:59 497 ნახვა

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგაზე ქართველების გუნდებმა შესანიშნავად ითამაშეს და გამარჯვებაც მოიპოვეს. როგორც რატი ანდრონიკაშვილის და თად მაკფადენის მურსიას, ასევე გიორგი შერმადინის ტენერიფეს შეხვედრა ერთდროულად დაიწყო. მურსია ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში ბილბაოს ესტუმრა და ჯგუფში მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. ქართველების გუნდმა 4 ქულით მოიგო 71:67. მაკფადენს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. ანდრონიკაშვილმა კი ჩემპიონთა ლიგაზე სარეკორდო დრო მიიღო. რატიმ პარკეტზე თითქმის 15 წუთი გაატარა, რა დროშიც 4 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. გიორგი შერმადინის ტენერიფემ კი დარუშაფაქას უმასპინძლა და ჯგუფში მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. ტენერიფემ მეტოქეს 4 ქულით მოუგო - 75:71. შერმადინმა პარკეტზე 14 წუთი გაატარა, რა დროშიც 13 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა.მურსია ჯგუფში 10 ქულით მეორე ადგილზე გავიდა. პირველი ადგილი ამ ჯგუფში 11 ქულით გიორგი შერმადინის ტენერიფემ დაიკავა, რომელიც ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში