"დინამო" თბილისმა ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო

22 მარტი 2023, 21:35 796 ნახვა

„დინამო“ თბილისმა წყალბურთის ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა.დეიან სტანოევიჩის გუნდმა სერბულ „რადნიჩკის უმასპინძლა და 13:8 დაამარცხა.

„დინამო თბილისის“ რიგებიდან 3-3 გოლი იოვან სარიჩმა, სტეფან პიესიცავმა და საბა ტყეშელაშვილმა გაიტანეს, ორჯერ თავი ანდრია ვლაჰოვიჩმა გამოიჩინა, ხოლო თითო ბურთი, გიორგი მაგრაქველიძის და ბესარიონ ახვლედიანის აქტივშია.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ თბილისური გუნდის მეკარე ირაკლი რაზმაძე დასახელდა.

„დინამო“ თბილისი ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში 2 მოგებით და 8 წაგებით მეშვიდე პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას „დინამო“ 5 აპრილს, შინ "იადრანის" წინააღმდეგ გამართავს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში