''ეს შენ გეხება''

09 თებერვალი 2017, 00:00 2079 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის შესწავლა და შესაბამის უწყებებთან კონსულტაციები დაიწყო. აღნიშნულ საკითხზე ამ წუთებში პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე კამპანია "ეს შენ გეხებას" წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. ამავე საკითხზე დღეს ანა დოლიძე ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიების წარმომადგენლებთანაც გამართავს შეხვედრას. საკითხთან დაკავშირებით, 6 თებერვალს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორსაც შეხვდა.

ამავე კატეგორიაში