სამაშველო ოპერაცია სარაკეტო იერიშის შემდეგ ზაპოროჟიეში

23 მარტი 2023, 10:05 614 ნახვა

უკრაინის სამხრეთ ქალაქ ზაპორიჟიეში საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ბრიგადები  სარაკეტო იერიშების  შემდეგ  საცხოვრებელ კორპუსებში გაჩენილ ხანძარს ებრძოდნენ, რომლის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი და დაშავდა 33 ადამიანი. 

უკრაინის პოლიციის მიერ გამოქვეყნებულ კამერის კადრებში ჩანს თუ, როგორ ამოჰყავთ მაშველებს  ნანგრევებიდან დაღუპულთა ცხედრები  და დაშავებულებს  პირველად დახმარებას უწევენ. ტელეგრამ- არხზე  უკრაინის პრეზიდენტმა დაწერა, რომ რუსეთი „ქალაქს ცხოველური სისასტიკით ურტყამს“.

რუსეთმა უკრაინაში ირანული წარმოების კამიკაძე დრონები ღამით გაუშვა, რის შედეგადაც კიევის ოლქში  ორი საერთო საცხოვრებლის დაბომბვის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში