აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები ისევ ქუჩაში დგანან

23 მარტი 2023, 17:59 593 ნახვა

დილიდან ხმაურია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან. აქონდროპლაზიის მქონე მოზარდების მშობლებმა უწყებასთან აქცია გამართეს და   მინისტრთან ზურაბ აზარაშვილთან შეხვედრას ითხოვდნენ. ისინი კონკრეტული მედიკამენტის  საქართველოში შემოტანას და მის დაფინანსებას ითხოვენ. რადგან მათი ინფორმაციით, აღნიშნული წამალი საკმაოდ ძვირადღირებულია. აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს. შემდეგ კი სამინისტროში გადაინაცვლეს და ხმაურის ფონზე ითხოვდნენ მინისტრთან შეხვედრას. 

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში